вторник, 18 декабря 2012 г.
პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: „შემოდგომის სურათი“.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): გავაცნოთ მოსწავლეებს წელიწადის ოთხი დრო, რით გამოირჩევა თითოეული მათგანი,კერძოდ რთველი.
3.პროექტის აქტუალობა: ვასწავლოთ მოსწავლეებს მიწის სიყვარული,ბარაქიანი მოსავლის ხიბლის გაგება და ქართული სიტყვის მადლი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების ადეკვატურად გაგება, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, ტექსტის ანალიზი, ლექსიკაზე მუშაობა, კითხვებზე პასუხის გაცემა. შეძლოს ინფორმაციის მოპოვება ისტ-ის საშუალებით.
5. მოსალოდნელი შედეგები: სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ; ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას; მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს; ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.
6.ძირითადი რესურსები: ტექსტი „მოლოდინა,“ თვალსაჩინოება -„შემოდგომის სურათი,“ დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ქსეროქსი.
7.პროექტის მსვლელობა: მოტივაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელი ატარებს სახალისო აქტივობას-„იპოვე ზედმეტი სიტყვა.“ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რთველის სურათს, სთხოვს აღწერონ ეს სურათი. ჩამოთვალონ წელიწადის დროები, თვეები, როდის ვღებულობთ მოსავალს, აქედან გამომდინარე როგორ იქმნება საკვები და საერთოდ მოვლენათა პროცესების თანმიმდევრობა.
8. საგნებთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება.
9.პროექტის ხელმძღვანელი: ციური ხიმშიაშვილი.
10.ელ-ფოსტა: ciuri ximshiashvili gmail.com
11. პროექტის ბლოგი: ciuri ximshiashvili blogspot.com
ენა:
четверг, 13 декабря 2012 г.
გაკვეთილის გეგმა | |
გაკვეთილის თემა | ვ. ასლამაზიშვილის "მოლოდინა" |
მოსწავლეთა პროფილი | დაწყებითი საფეხური, კლასი მესამე, მოსწავლეთა რაოდენობა რვა, ინკლუზიური მოსწავლე არ არის. |
მნიშვნელობა, აქტუალობა | ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ მიწის სიყვარული, ბარაქიანი მოსავლის ხიბლის გაგება და ქართული სიტყვის მადლი (ღუდღუდა მტევანი, თაფლივით ჩაგადნები). |
მიზნები და შედეგები | მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების ადეკვატურად გაგება,საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა,ტექსტის ანალიზი, ლექსიკაზე მუშაობა,კითხვებზე პასუხის გაცემა,უცხო სიტყვების გაგება. გამოიყენოს ისტ-ის საშუალებები,მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი აქტივობის დროს.შეძლოს ინფორმაციის მოპოვება ისტ-ის საშუალებით. ქართ.მე-3.2.სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ. ქართ.მე-3.4.ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას. ქართ.მე-3.10.მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს. ქართ.მე-3.11.ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს. ისტ.მე-3.3.იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმებითი პროცესის წასახალისებლად. ისტ.მე-3.5.იყენებს ისტ-ის საშუალებებს (მაგ.საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შფასებისა და ანალიზისათვის. |
წინასწარი ცოდნა/წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები, თვეები, როდის ვღებულობთ მოსავალს. იციან როგორ იქმნება საკვები და მოვლენათა პროცესების თანმიმდევრობა. |
შეფასების საგანი და პროცედურები | .მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი. .ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. .ისტ-ის საბაზისო უნარების ფლობა. კრიტერიუმები: აქტიურობა, ჩართულობა, მეტყველება. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ტექსტი "მოლოდინა," სიტყვის სკივრი, თვალსაჩინოება-"რთველის სურათი,"დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ქსეროქსი. |
გაკვეთილის მსვლელობა: A ფაზა გამოწვევა. | მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი ატარებს სახალისო აქტივობას "იპოვე ზედმეტი სიტყვა და გადახაზე." მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები:ვაშლი, ყურძენი, მსხალი, პომიდორი, ქლიავი. მოსწავლეები პოულობენ და ხაზავენ ზედმეტ სიტყვას.მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს რთველის სურთს, სთხოვს აღწერონ ეს სურათი და სვამს კითხვებს: -რას ხედავთ სურათზე? -რა იცით რთველის შესახებ? -წელიწადის რა დროა ახლა? -წელიწადის რომელი დრო მოგწონთ და რატომ? -მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა რთველში? |
B ფაზა: ცოდნის კონსტრუირება. | მასწავლებელი:დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა: ''მოლოდინა". -როგორ ფიქრობთ რის შესახებ იქნება ეს გაკვეთილი? -რატომ ფიქრობთ ასე? მასწავლებელი ტექსტს კითხულობს, ხსნის უცხო სიტყვებს.ტექსტის წაკითხვის შემდეგ სვამს კითხვებს: -ვისთან ერთად მუშაობს საბა? -რას აკეთებს პაპა ვენახში? -რა იპოვა საბამ მწიფე მტევნებს შორის? -რა ყოფილა მოლოდინა? -ყურძნის რომელი ჯიშები იცით ან გაგიგონიათ? -რომელი ხილი გიყვართ ყველაზე მეტად? |
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები | |||
საშინაო დავალება | საშინაო დავალება არასწორად აქვს შესრულებული | საშინაო დავალება ნახევრად შეასრულა | კარგად მსჯელობდა. დავალებების შესრულებას დიდ დროს უთმობს |
საკლასო სამუშაო | გაუჭირდა ახალი მასალის გაგება | გაიგო ახალი მასალა, შეუძლია მსჯელობა. დამოუკიდებელი მუშაობის დროს საჭიროებს მცირედ დახმარებას | ახალი მასალა აითვისა კარგად. შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა, კითხვებზე დამაჯერებლად პასუხობს |
ჯგუფური მუშაობა | გაუჭირდა ჯგუფში მუშაობა, გაუბედავია | აქტიურია ჯგუფში მუშაობის დროს | ლიდერია ჯგუფში |
ორგანიზებულობა | უჭირს ყურადღების მობილიზება | ცდილობს მუშაობაში ჩართვას | არის ყოველმხრივ მოწესრიგებული |
Подписаться на:
Сообщения (Atom)