გაკვეთილის გეგმა | |
გაკვეთილის თემა | ვ. ასლამაზიშვილის "მოლოდინა" |
მოსწავლეთა პროფილი | დაწყებითი საფეხური, კლასი მესამე, მოსწავლეთა რაოდენობა რვა, ინკლუზიური მოსწავლე არ არის. |
მნიშვნელობა, აქტუალობა | ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ მიწის სიყვარული, ბარაქიანი მოსავლის ხიბლის გაგება და ქართული სიტყვის მადლი (ღუდღუდა მტევანი, თაფლივით ჩაგადნები). |
მიზნები და შედეგები | მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების ადეკვატურად გაგება,საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა,ტექსტის ანალიზი, ლექსიკაზე მუშაობა,კითხვებზე პასუხის გაცემა,უცხო სიტყვების გაგება. გამოიყენოს ისტ-ის საშუალებები,მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი აქტივობის დროს.შეძლოს ინფორმაციის მოპოვება ისტ-ის საშუალებით. ქართ.მე-3.2.სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ. ქართ.მე-3.4.ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას. ქართ.მე-3.10.მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს. ქართ.მე-3.11.ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს. ისტ.მე-3.3.იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმებითი პროცესის წასახალისებლად. ისტ.მე-3.5.იყენებს ისტ-ის საშუალებებს (მაგ.საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შფასებისა და ანალიზისათვის. |
წინასწარი ცოდნა/წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები, თვეები, როდის ვღებულობთ მოსავალს. იციან როგორ იქმნება საკვები და მოვლენათა პროცესების თანმიმდევრობა. |
შეფასების საგანი და პროცედურები | .მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი. .ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. .ისტ-ის საბაზისო უნარების ფლობა. კრიტერიუმები: აქტიურობა, ჩართულობა, მეტყველება. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ტექსტი "მოლოდინა," სიტყვის სკივრი, თვალსაჩინოება-"რთველის სურათი,"დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ქსეროქსი. |
გაკვეთილის მსვლელობა: A ფაზა გამოწვევა. | მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი ატარებს სახალისო აქტივობას "იპოვე ზედმეტი სიტყვა და გადახაზე." მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები:ვაშლი, ყურძენი, მსხალი, პომიდორი, ქლიავი. მოსწავლეები პოულობენ და ხაზავენ ზედმეტ სიტყვას.მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს რთველის სურთს, სთხოვს აღწერონ ეს სურათი და სვამს კითხვებს: -რას ხედავთ სურათზე? -რა იცით რთველის შესახებ? -წელიწადის რა დროა ახლა? -წელიწადის რომელი დრო მოგწონთ და რატომ? -მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა რთველში? |
B ფაზა: ცოდნის კონსტრუირება. | მასწავლებელი:დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა: ''მოლოდინა". -როგორ ფიქრობთ რის შესახებ იქნება ეს გაკვეთილი? -რატომ ფიქრობთ ასე? მასწავლებელი ტექსტს კითხულობს, ხსნის უცხო სიტყვებს.ტექსტის წაკითხვის შემდეგ სვამს კითხვებს: -ვისთან ერთად მუშაობს საბა? -რას აკეთებს პაპა ვენახში? -რა იპოვა საბამ მწიფე მტევნებს შორის? -რა ყოფილა მოლოდინა? -ყურძნის რომელი ჯიშები იცით ან გაგიგონიათ? -რომელი ხილი გიყვართ ყველაზე მეტად? |
четверг, 13 декабря 2012 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий