вторник, 18 декабря 2012 г.

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: „შემოდგომის სურათი“. 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): გავაცნოთ მოსწავლეებს წელიწადის ოთხი დრო, რით გამოირჩევა თითოეული მათგანი,კერძოდ რთველი. 3.პროექტის აქტუალობა: ვასწავლოთ მოსწავლეებს მიწის სიყვარული,ბარაქიანი მოსავლის ხიბლის გაგება და ქართული სიტყვის მადლი. 4. პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების ადეკვატურად გაგება, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, ტექსტის ანალიზი, ლექსიკაზე მუშაობა, კითხვებზე პასუხის გაცემა. შეძლოს ინფორმაციის მოპოვება ისტ-ის საშუალებით. 5. მოსალოდნელი შედეგები: სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ; ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას; მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს; გასაგებად აყალიბებს აზრს; ტექსტის შექმნისას მოსწავლე მართებულად იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს. 6.ძირითადი რესურსები: ტექსტი „მოლოდინა,“ თვალსაჩინოება -„შემოდგომის სურათი,“ დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ქსეროქსი. 7.პროექტის მსვლელობა: მოტივაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელი ატარებს სახალისო აქტივობას-„იპოვე ზედმეტი სიტყვა.“ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რთველის სურათს, სთხოვს აღწერონ ეს სურათი. ჩამოთვალონ წელიწადის დროები, თვეები, როდის ვღებულობთ მოსავალს, აქედან გამომდინარე როგორ იქმნება საკვები და საერთოდ მოვლენათა პროცესების თანმიმდევრობა. 8. საგნებთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება. 9.პროექტის ხელმძღვანელი: ციური ხიმშიაშვილი. 10.ელ-ფოსტა: ciuri ximshiashvili gmail.com 11. პროექტის ბლოგი: ciuri ximshiashvili blogspot.com ენა:

Комментариев нет:

Отправить комментарий